16 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს სკანდალი - წვევამდელის მტკიცებით, მას მეთაურის თანდასწრებით ფულს სძალავდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა - წვევამდელი ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დღეს წვევამდელმა მშობლებთან დაკავშირება შეძლო და ის კრწანისის სასწავლო ცენტრიდან სახლში გადაიყვანეს.

სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისათის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

„პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან  მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული,“-აცხადებს სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვი.

დაზარალებული მამა ჰყვება, რომ მას შვილი დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. კრწანისის სასწავლო ცენტრში მისულს კი შვილი თავლებჩალურჯებული დახვდა.

„მე ჩემი შვილი ქვეყნის დასაცავად გავუშვი, ის კი სასტიკად ნაცემი და თვალდალურჯებული დამიბრუნდა. შვილმა დღეს დამირეკა. მივედი და საზარელი სურათი დამხვდა. ბავშვი ნაცემი იყო. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. ეს რა არის, კრიმნალური სამყარო თუ ჯარი?,“-აცხადებს ნაცემი სამხედროს მამა.

დღის ამბები