19 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
სახელი მაგ პროექტს ჰქვია კობახიძე, ეს არის ძალიან სახიფათო ვერსია, ამის მიღება არ შეიძლება - ბესელია მოსამართლეების შერჩევის წესზე 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი - პარლამენტში ერთმანეთის პარალელურად 2 კანონპროექტი დარეგისტრირდა.  ერთი მათგანის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა, მეორესი კი „ქართული ოცნებიდან“ წასული ეკა ბესელია, რომლის დემარშის მიზეზიც სწორედ მოსამართლეთა დანიშვნა გახდა.

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, სხდომის დაწყების წინ მედიასთან განმარტებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა. ბესელია ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ შექმნილს უწოდებს. მისი თქმით, ინიციატივა არ პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს. "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან მომზადებული კანონპროექტია.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი

 „სახელი მაგ პროექტს ჰქვია კობახიძე,  მისი გუნდის და მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის სია, რომელმაც დაწერა ეს კანონპროექტი და ახლა ცდილობენ, რომ ძალიან კომიკურად შეფუთონ ისე, რომ გაასაღონ თითქოს არის  კარგი. ეს არის ძალიან სახიფათო ვერსია, ამის მიღება არ შეიძლება. ამ პროექტის მიღება, რასაც ლობირებს ახლა იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები და კობახიძის გუნდი, ეს არის საფრთხე და ეს არის ღია მცდელობა უზენაეს სასამართლოში მოხდეს იგივე, რისი შეჩერებაც შევძელი მე დეკემბრის ბოლო კვირას. ჩვენი ვერსია აზღვევს იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შექმნილ კანონპროექტს აკრიტიკებს დავით ჭიჭინაძე. დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტი საბჭოს ინტერესებს ემსახურება და ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით არის შექმნილი. 

დავით ჭიჭინაძე-ის სურათის შედეგი

„მე ამ ცვლილებაში დიდ განსხვავებას ვერ ვნახულობ იქიდან გამომდინარე, რომ 4 მოსამართლის მოძებნა მათ არ გაუჭირდებათ. 6 იმათგან და 4 ამათგან, მე მგონი, თავისუფლად გროვდება და შესაბამისად,  ეს არ იწვევს რაღაც სირთულეს კლანისთვის მოსამართლეების კანდიდატების წარდგენისას. როდესაც ესეთი პრინციპული საკითხია და საზოგადოებასთან ესეთ დაპირისპირებაში შედიან, მე ვთვლი, რომ აქ ამ ორი ადამიანის გადაწყვეტილება არ არის ეს. ეს ალბათ უფრო "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობიდან მოდის დაკვეთა და შესაბამისად, ესენი ცდილობენ მაქსიმალურად ბეჯითად შეასრულონ ეს დაკვეთა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები