16 ოქტომბერი 2019,   02:45
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობის საქმე - ბესიკ ტაკიძეს განაჩენს ხვალ გამოუტანენ

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს განაჩენს ხვალ გამოუტანენ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება მეორედ გადადო.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დღეს მკვლელობის ღამე კიდევ ერთხელ გაიხსენა. დარბაზში ბრალდებულის გამოჩენას ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.

გარდაცვლილი ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები ბრალდებულის უვადო პატიმრობას ითხოვენ. სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

„ჩვენ ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ხვალ იქნება საბოლოო განაჩენი - სამუდამო პატიმრობა, იმიტომ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს მკვლელი, რომ ხვალ ყველა პოლიციელი იყოს დაცული,“- განაცხადა ბუტა ანთაძის დედამ ჯეირან ანთაძემ.

დღის ამბები