25 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
დაპირისპირება მარნეულში - ნაცემი წვევამდელის ოჯახის წევრები გაწვევის სამსახურის ხელმძღავნელს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება მარნეულში - კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემი ახალგაზრდა ოჯახის წევრებთან ერთად გაწვევის სამსახურში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებსა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელს შორის შელაპარაკება მოხდა. ქაზიმ გახრამანოვის ახლობლები სწორედ მას სთხოვდნენ მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე პასუხს.

წვევამდელი ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დღეს წვევამდელმა მშობლებთან დაკავშირება შეძლო და ის კრწანისის სასწავლო ცენტრიდან სახლში გადაიყვანეს.

მარნეულში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, წვევამდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ წუთებში კი სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მუშაობენ. 

 

დღის ამბები