20 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში - მმართველმა გუნდმა შესაძლოა, ლადო კახაძე წარადგინოს

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება. პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის, შესაბამისად, სახელდება გარკვეული კანდიდატების ვინაობაც. 

არსებობს ვარაუდი, რომ მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინონ. ის პროფესიით ექიმია. წარსულში "ლეიბორისტული" პარტიის წევრი იყო, ასევე, კახაძე რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო.

თავად ლადო კახაძე უარყოფს ინფორმაციას მასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებების შესახებ და ამბობს, რომ არც ის იცის, ვინ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია.

„ჩემთან არავის არაფერი ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია და ასე, რომ მე არ ვარ ინფორმირებული, ვინ გაავრცელა ესეც არ ვიცი. მე როგორ გითხრათ, ჩემს თავს ვხედავ მედიცინაში და იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი დარიგება საქმეს წაადგება. წინასწარ არ მიყვარს, არ მსურს ლაპარაკი არაფერზე,“- აღნიშნა ლადო კახიძემ.

 

დღის ამბები