16 ოქტომბერი 2019,   02:47
ვრცლად
უმცირესობა დღეს პარლამენტში აღარ არსებობს - გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმცირესობა 1 წევრის ნაკლებობის გამო დაიშალა. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს,  ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობაში 108 წევრია. ამ პროპორციით კი ოპოზიციას 21 წევრი უნდა ჰყავდეს იმისთვის რომ საპარლამენტო უმცირესობა შექმნას. მას შემდეგ რაც კობა ნარჩემაშვილმა,  მირიან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმა მმართველი  გუნდი დატოვეს და საპარლამენტო უმრავლესობა 108 წევრამდე შემცირდა, საპარლამენტო უმცირესობამ ავტომატურად დაკარგა სტატუსი.

„უმრავლესობაში არის 108 წევრი, შესაბამისად უმცირესობის შესაქმნელად საჭიროა არის სულ ცოტა 21 წევრის გაერთიანება ერთ გუნდად.  უმცირესობის რიგებში არის სულ 20 წევრი, ეს ნიშნავს იმას რომ ავტომატურად მათ დაკარგეს სტატუსი. ანუ უმცირესობა დღეს პარლამენტში აღარ არსებობს. თუმცა მოგეხსენებათ რომ სხვა ფრაქციებშიც გარკვეული ცვლილებები მოხდა. უმრავლესობის რიგებში დაიშალა ერთი ფრაქცია. ეს არის "სოციალ -დემოკრატების" ფრაქცია თუმცა მათ გაერთიანება მოხდა როგორც ვხვდები "პატიოტთა ალიანსთან" იმიტომ რომ "პატრიოტთა ალიანსმა" სახელი გადაირქვა და ფრაქციას უკვე ეწოდება "პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატები ფრაქცია,“-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები