25 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
„კონსოლიდაციის პირობებში, გარდაუვალია ივანიშვილის კრახი ამ არჩევნებში“ - თინა ბოკუჩავა

„კონსოლიდაციის პირობებში, გარდაუვალია ივანიშვილის კრახი ამ არჩევნებში“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინა ბოკუჩავამ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ შუალედურ არჩევნებში, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატი დააყენოს. თინა ბოკუჩავას თქმით, შუალედური არჩევნები გამარჯვების რეალური შანსი იქნება. 

„კონსოლიდაციის პირობებში, გარდაუვალია ივანიშვილის კრახი ამ არჩევნებში. საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი, პირველ ტურში მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი დარღვევა, ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მიიღო ივანიშვილის კანდიდატმა. ხოლო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, "ქართული ოცნება" კიდევ უფრო დასუსტდა, მნიშვნელოვნად. რა თქმა უნდა, ეს შუალედური არჩევნები იქნება რეალური გამარჯვების შანსი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შექმნას საერთო ფრონტი, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები