19 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
ნინო ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მიწა ჩამოიშალა - დაზიანებულია გაზის ცენტრალური მილი  

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქედს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს, ბზარები ჰქონდა, რის გამოც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. სწორედ ამ დროს ჩამოიშალა მიწა. შემთხვევის გამო დაზიანდა გაზის ცენტრალური მილი. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე „ყაზტრანს გაზის“ თანამშრომლებიც. მოსახლეობას ამ დროისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორიაზე მძაფრი გაზის სუნი იგრძნობა. 

დღის ამბები