20 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
დაპირისპირება სამეფო კარზე-მეფეს დედოფალმა სასამართლოში უჩივლა

დაპირისპირება ქვეყნის სამეფო ოჯახში - ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ანა ბაგრატიონი ამბობს, რომ მან ტიტული მიისაკუთრა, სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს. სამეფო კარის დავა სამტომიანია. უპრეცედენტო საქმის განხილვას სასამართლო ხვალიდან დაიწყებს. სამეფო კარის საქმე სასამართლომ განსაკუთრებული სირთულის საქმედ შეაფასეს, ამიტომ მას სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.

მეფის წინააღმდეგ მთავრი მტკიცებულება, დეილი მეილის სკანდალური ჟურნალისტური ექსპერიმენტი იქნება. ბრიტანულმა ტაბლოიდმა 2017 წელს დავით ბაგრატიონი ფულის სანაცვლოდ ჯილდოების გაცემაში ამხილა. ორი წლის წინ დიდი ბრიტანეთის დედოფალის წარმომადგენელთან ლონდონში შესახვედრად ჩასულ ბაგრატიონს, ტელეფონით დეილი მეილის ჟურნალისტი დაუკავშირდა. ბიზნესმენის მდივნად გაეცნო და ბაგრატიონების ჯილდო ითხოვა. ორდენში მეფემ მას 3000 ფუნტი მოსთხოვა.

დედოფლის ბრალდებებზე მეფე დუმს. დღეს "კურიერი" საგურამოში დავით ბაგრატიონთან ჩავიდა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. ხვალ ის არც ყოფილი მეუღლის და სიმამრის სარჩელის განხილვას დაესწრება. თავის მხრივ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მისი ყოფილი სიმამრის ბაგრატიონობას ეჭვი ქვეშ აყენებს და მას დე ენ ემის ანალიზის გაკეთებას სთხოვს. მეფეს ეჭვი აქვს რომ დედოფლის მამას ტიტული მისაკუთრებული აქვს, ისტორია გააყალბა და დიდი მეფეებთან კავშირიც კი არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები