16 ოქტომბერი 2019,   02:39
ვრცლად
წულუკიანის ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას" - მმართველ გუნდში არ იციან რამ გამოიწვია იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება

თეა წულუკიანის ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“-საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რას გულისხმობდა იუსტიციის მინისტრი, როდესაც თქვა, რომ თუ ხელისუფლება სამინისტროს შიგნით ცვლილებებს არ დათანხმდება ის პოსტს დატოვებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა საკითხებს გულისხმობდა მინისტრი, როდესაც ეს განცხადება გააკეთა.

„როდესაც შენს გამგებლობაში არის რაღაც გარკვეული საკითხი შემავალი ბუნებრივია, რომ რაღაც გადაწყვეტილებებმა შეიძლება მიგაღებინოს, დაგაჭერინოს  ასეთი პოზიცია, მაგრამ ვერ გეტყვით. რაც არ უნდა გითხრათ, იქნება გარკვეული ტიპის სპეკულაცია, არ მაქვს წარმოდგენა რა საკითხი არის რაზეც დავა მიმდინარეობს ან აზრთა სხვადასხვაობა არის და არ ვიცი რამ მიაღებინა ან შეიძლება მიაღებინოს ქალბატონ თეას ასეთი გადაწყვეტილება,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რა გახდა თეა წულუკიანის გაღიზიანების მიზეზი, არ იცის არც გია ვოლსკიმ. დეპუტატი აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მივა.

დაკავშირებული სურათი„თუ რაიმე პოზიცია აქვს და პრინციპული პოზიცია აქვს რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეს უცხო არ არის. ეს ხშირად ყოფილა და ჩვეულებრივი პოლიტიკური თემაა. მე ასე მგონია, ვნახოთ. ხვალ საკითხსაც გავარკვევთ,  რა საკითხზეა საუბარი და მისი მოსვლა პარლამენტში ალბათ ასევე საინტერესო იქნება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ თეა წულუკიანი და „ქართული ოცნება" უცნობია პარტიის ყოფილი წევრებისთვისაც. ეკა ბესელიას თქმით, მას შემდეგ რაც პარტია დატოვა, მისთვის უცნობია რა ხდება შიგნით.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი

„ამაზე მე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ არ ვიცი ეს ბოლო დეტალები, რაც წამოვედი მე უმრავლესობიდან და პარტიიდან. ვერ გეტყვით რა ხდება. თეასთან დაკავშირებით ცუდის თქმა არ შემიძლია ნამდვილად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები