16 ოქტომბერი 2019,   02:39
ვრცლად
„შეუქცევადი რღვევაა დაწყებული „ქართულ ოცნებაში“ და ამას ვერავინ შეაჩერებს“-ოპოზიცია წულუკიანის ულტიმატუმს ეხმაურება

„შეუქცევადი რღვევა დაწყებული  „ქართულ ოცნებაში“ და ამას ვერავინ შეაჩერებს“-ასე ეხმაურება ოპოზიცია თეა წულუკიანის ულტიმატუმს. იუსტიციის მინისტრმა დღეს ღიად განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სამინისტროს შიგნით ცვლილებებს არ დათანხმდება, ის პოსტს დატოვებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ვინ იქნება შემდეგი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება იშლება. თინა ბოკუჩავა იმ შავ საქმეებზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეასრულა.

თინა ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„შემდეგი წულუკიანი იქნება თუ გახარია, ეს არის მეორეხარისხოვანი იმიტომ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ პაიკების როლს ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე და ის ისე გადააადგილებს  ამ ფიგურებს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა წულუკიანს არავინ კითხავს. მაშინ როდესაც მოვა მისი გაწევის დრო სწორედ მაშინ გაწევს მას ივანიშვილი. რა თქმა უნდა მას ძალიან ბევრი შავი საქმე აქვს შესრულებული ივანიშვილისთვის. ის ერთ-ერთი გრძელვადიანი მინისტრია ასე ვთქვათ "ქართული ოცნების," მათ შორის არჩევნების „დალაგება", მათ შორის "რუსთავი 2"-ის საქმე, მათ შორის სტრასბურგში ის, რომ მოსამართლეს ამდენი ხანი ვერ ნიშნავდე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის პირადად თეა წულუკიანის მხრებზე. ასე რომ მას ძალიან შავი საქმეები აქვს გაკეთებული ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა ეს არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ  ბოლომდე შეინარჩუნონ ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი ივანიშვილის კარზე,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება "ევროპული საქართველოც." სერგო რატიანის თქმით ის, რომ  გარკვეულ პირებს უკვე რცხვენიათ ამ გუნდის წევრობა, მიუთითებს იმაზე, რომ  "ოცნების" ხელისუფლების აღსასრული მოახლოვდა.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი„არც თეა წულუკიანს, არც ეკა ბესელიას არც ჟორჟოლიანს, 2012 წლიდან პრინციპებზე უთანხმოება "ქართულ ოცნებასთან" არ ჰქონია.  პრინციპებმა თავი იჩინა დღეს, როდესაც ქართული ოცნება დასუსტებული, არის სერიოზული კრიზისი. თუ თეა წულუკიანს, ბესელიას და ჟორჟოლიანს ესირცხვილებათ დღეს ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების აღსასრული მოახლოვდა,“-განაცხადა სერგო რატიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები