25 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგებზე საუბრობს

ეკონომიკის სამინისტრო გაზპრომთან მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგებზე საუბრობს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას, თქმით, სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებული.

„შემიძლია, კვლავ დავადასტურო, რომ სატრანზიტო საფასური არის გაზრდილი და ეს მნიშვნელოვანი ზრდა არის და ასევე, გაზის შესასყიდი ფასი არის შემცირებული,“ - განცხადა თურნავამ.

მიუხედავად ამისა, კონკრეტული დეტალები კვლავაც კომერციულ საიდუმლოდ რჩება და შესაბამისად, ცვლილებების შეფასება სირთულეს წარმოადგენს.

თურნავას თქმით, ახალი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდე იქნება.

დღის ამბები