18 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
სამეფო კარის თამაშები ახალ მასშტაბებს იძენს - საქმე შესაძლოა, მეფეებს ცხედრების ექსგუმაციამდე მივიდეს

სამეფო კარის დავის განხილვა დღეს იმაზე ხმაურიანი აღმოჩნდა, ვიდრე ბაგრატიონები ელოდნენ, მთავარ მოწმეს, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს სამეფო სახლის მეთაურის - დავით ბაგრატიონის, ადვოკატი დაუპირისპირდა.

ხმაური სხდომაზე ისტორიკოსის დასკვნას მოჰყვა, რომელმაც სამეფო ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი დაასახელა.

გიორგი ოთხმეზურმა სასამართლო კოლეგიას განუცხადა, რომ დავით ბაგრატიონი არ არის ლეგიტიმური, სამეფო სახლის სახელით სამეფო ჯილდოები დაარიგოს.

სასამართლომდე მისული სამეფო კარის კონფლიქტის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ საუბარი არ ისურვა. რატომ უჩივლა ყოფილ ქმარს, რომელსაც მისი ოჯახი მეფედ არ აღიარებს, არც სხდომათა დარბაზში და არც მის მიღმა სამეფო გვარის წარმომადგენელს არ განუმარტავს.

ბაგრატიონთა სამეფო გვარის გენეოლოგიას სხდომათა დარბაზში ორი საათის განმავლობაში იკვლევდნენ. ისტორიკოსების ბოლოო მეფესა და მის წინაპრებს იხსენებდნენ, ვრცლად ისაუბრეს ერეკლე მეორესა და გიორგი მე-12-ზე.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველმა ყოფილი სიმამრი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ცრუ მემკვიდრედ დაასახელა და თქვა, რომ ის არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა.

ბრალდებაზე საპასუხოდ ბაგრატიონ-გრუზინსკები დნმ-ის ჩატარებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ამისთვის სვეტიცხოველში დაკრძალული წინაპარი ბაგრატიონების ნეშთების ამოთხრა და ექსგუმაციაა საჭირო, რასაც არასდროს დასთანხმდებიან.

სამეფო კარის დავაზე დღეს მხოლოდ პირველი პროცესი შედგა. განხილვები გაგრძელდება. მოსამართლეთა კოლეგიამ მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩანიშნა.

დღის ამბები