20 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ცხელი ხაზის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

უწყების ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის - საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას, თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები