19 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
"კობახიძის გუნდი" არის სპეკულაციური ტერმინი - პარლამენტის თავმჯდომარე

„კობახიძის გუნდი არის სპეკულაციური ტერმინი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ცალკე მისი გუნდი არ არსებობს.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სიმართლეს შეესაბამება შეფასება, რომ პრობლემების გამო დაბრუნდა ღარიბაშვილიც და ივანიშვილიც.

„ჩვენი მიდგომა გუნდის და თანაგუნდელების მიმართ არის მაქსიმალურად რბილი და ეს გამოიხატება, მათ შორის, იმაშიც, რომ მიუხედავად საკმაოდ მწვავე პრობლემებისა, რომელიც იყო საპარლამენტო გუნდში, შარშან ამ დროს და გასული თვეების განმავლობაში, დღემდე საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა და მხოლოდ ერთთან მიმართებით გამოყენებულ იქნა გარიცხვის ფორმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საპარლამენტო გუნდში სერიოზული სირთულეები არ არის მოსალოდნელი.  

დღის ამბები