18 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
"არის დანაშაულის ნიშნები" - ირაკლი კობახიძე TBC ბანკის საქმეზე

"თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის  განცხადებით, საქმე ეხება 17 მილიონის გათეთრებას, არსებობს დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ამ ეტაპზე დეტალების განხილვისგან თავს შეიკავებს.

„ვერაფერს ვერ ვიტყვით, სანამ გამოძიება ბოლომდე არ მივა. ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. არის დანაშაული ნიშნები, ფულის გათეთრებას ეხება საქმე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არის, თუმცა, ის არ არის წინააღმდეგი, რომ ეს საქმეზე გამოძიება პარლამენტის დაკვირვების ქვეშ გაგრძელდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის იურიდიულ დეტალებში არ შევა, თუმცა, თუნდაც ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა პირმა ბანკიდან 17 მილიონი გაიტანა ქეშად, ბადებს კითხვის ნიშნებს. 

„რაც შეეხება მაქინაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს, ეს არის თვალსაჩინო და ამაზე საზოგადოებას შეუძლია მსჯელობა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება წერილს, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ისაუბრა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი შინაარსი ღიმილის მომგვრელია.

„იყო ამობეჭდილი ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო გარკვეული საკითხები, მათ შორის, ერთი საკითხი იყო ღიმილის მომგვრელი, როდესაც საუბრობ არტარეას ობიექტურობის მაღალ სტანდარტზე, რომელიც არის შემოქმედებითი მიმართულებით შექმნილი ტელევიზია. რა უნდა იყოს ობიექტურობის სტანდარტი, რომ თბილისზე როცა საუბრობს კონკრეტული პოეტი ქუთაისზეც საკმარისად ილაპარაკოს, თუ რა არის? როცა პოლიტიკური მაუწყებლობა არ გაქვს, რა არის ობიექტურობის სტანდარტი. მე ვსვამ კითხვის ნიშნებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები