25 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
კორუფცია, „დედოვშინა“, - ოპოზიციის აზრით, ქართული ჯარი 90-იანი წლების ჯარს ემსგავსება

ჯარში შექმნილ ვითარებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ჯარი 90-იანი წლების ჯარს დაემსგავსა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ე.წ. დედოვშინა, კორუფცია და წვევამდელებზე ფიზიკური ძალადობა. ოპოზიციის აზრით, წვევამდელების სისტემა გამოსასწორებელია, რადგან ის უკვე პრობლემად იქცა.

დაკავშირებული სურათი"ქართული ჯარი ემსგავსება კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არსებულ ჯარს, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა ჯარის ყველაზე უარესი თვისებები, როგორიცაა კორუფცია, „დედოვშინა,“ ჯარისკაცების დაჩაგვრა. ეს არის სახელმწიფოს დასუსტება და არა მხოლოდ ქართული ჯარის. თავდაცვის მინისტრს ველოდებით ორ კვირაში უნდა მოვიდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. იქნება მასთან მწვავე შეკითხვები, მათ შორის ჯარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თვითონ ჯარისკაცების ოჯახებს ვურჩევ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვონ პასუხი შესაბამის პასუხისმგებელ პირებს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

"ევროპულ საქართველოში" კი მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დამნაშავეების დასჯა საკმარისი არაა და პრობლემას უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ირაკლი აბესაძის თქმით, ამ თემაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზეც უნდა იმსჯელონ.

ირაკლი აბესაძე-ის სურათის შედეგი„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება მოხდეს. დაისაჯონ კონკრეტული პირები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ჯარში სიტუაციაზე, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობაზე, აქ როგორც ჩანს, ბევრად უფრო ღრმა არის პრობლემა და ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა იქნება საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნდობის ჯგუფის ფარგლებში, სადაც შეიძლება საიდუმლო ტიპის ინფორმაციაზე საუბარი, არამედ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში საჯაროდ შედგეს ამ საკითხების განხილვა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებისთვის ფულს გამოძალვისა და ცემის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ჯარში ფულის გამოძალვის ამბავი "კურიერმა" გაახმაურა. ნაცემი სამხედრო "რუსთავი 2"- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ღამით, სცემეს და ფულის მიტანას სთხოვდნენ. თავდაცვის უწყებამ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი გუშინ დაადასტურა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები