23 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ხანძარი სოფელ ლეღვაში - ცეცხლი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს გაუჩნდა.

იყო საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებსა და დასახლებულ ადგილზე გავრცელებულიყო.

ცეცხლს ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გზაც გადაკეტილი იყო. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები