24 ივლისი 2019,   13:48
ვრცლად
„თუ წამალი არ აქვს და ვერ მეხმარება, სიტყვით მაინც უნდა იყვნენ აქ“ - ფერმერები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ

ქობულეთის სხვადახვა სოფლებში მცხოვრები ფერმერები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. ისინი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ხელშეწყობას ითხოვენ.

გლეხების თქმით, მათი უმრავლესობა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. მათი განცხადებით, ბაზარზე არსებული შხამ-ქიმიკატები ძირითადად უხარისხო და ძვირადღირებულია.

ფერმერები შესაწამლი პრეპარატების ხარისხის გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ  და ხელისუფლებას  შეღავათიანი აგრო სესხების მიღებაში დახმარებას სთხოვენ.

„ახლა აქ უნდა იყოს მინისტრიც, მოადგილეც და ყველა წარმომადგენელი. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჩემს გვერდში უნდა იდგეს. თუ წამალი არ აქვს და ვერ მეხმარება, სიტყვით მაინც უდნა იყვნენ აქ. ამათ რა სჭირთ არ ვიცი, ამათ დაავადება აქვთ უკვე, რომ ოთახში უნდა ისხდნენ. ალბათ, მოსახლეობასთან ვერ გამოდიან,“- აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი ომარ დიასამიძე.

მეთხილეებს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

„ფერმერები ითხოვენ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის ეს შხამქიმიკატები. სახელმწიფომ უზრუნველყოს ხარისხიანი შხამქიმიკატების მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ შარშან უდიდეს პრობლემა შეექმნა მეთხილე ფერმერებს, ეს არ აღმოჩნდა მაგალითი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ.

დღის ამბები