20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში 

ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათზე რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლეტი შეეჯახნენ.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე კი ადგილზევე გარდაიცვალა.

„მოვდიოდით მანქანით აგერ, ამ მანქანით და უცბად შემოასკდა ეს მოტოციკლეტი, ეს ახალგაზრდა კაცი, მეტი არაფერი არ მახსოვს. ჩვენს გზაზე მოვდიოდით და იქედან გადმოსული პირდაპირ დაგვეტაკა,“ - განაცხადა მსუბუქი ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა.

როგორც ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში განმარტავენ, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 25 წლის მამუკა ნაცვალაძე საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„სადღაც 14 საათისთვის 112-ის მიერ მოტანილია ფაქტიურად ახალგაზრდა, სავარაუდოდ 25 წლის მამაკაცის გვამი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სიცოცხლისთვის ტრავმა იყო შეუთავსებელი, ქალა ფუძის მოტეხილობა, ზემო და ქვემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა. დაეწყო რეანიმაციული ღონისძიებები სამწუხაროდ უეფექტოდ,“ - აცხადებს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

დღის ამბები