25 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
"რუსეთმა არც ერთხელ არ გადაიხადა პოლიტიკური ფასი" - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება ოპოზიციასა და ციხელაშვილს შორის მწვავე დისკუსიის მიზეზი გახდა 

გალის იზოლატორში მომხდარმა ტრაგედიამ პარლამენტის საკომიტეტო სხდომის დღის წესრიგი შეცვალა. საუბარია 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე. 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი დღეს პარლამენტში, უწყების მუშაობის შესახებ სასაუბროდ მივიდა, თუმცა მას პასუხების გაცემა ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწია.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხებს და ახსნა განმარტებას მოითხოვს, რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები და რატომ არ იღებს ადეკვატურ პასუხს ოკუპანტი სახელმწიფო ქართველი ახალგაზრდების მკვლელობის გამო. დებატები ამ თემაზე ციხელაშვილსა და პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილს შორის წარიმართა. 

სალომე სამადაშვილს აინტერესებს, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედებისთვის პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. 

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

„ქალბატონო ქეთევან, ირაკლი კვარაცხელია არის მსხვერპლი რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, პირველ რიგში, მაგრამ არა ნაკლებ მსხვერპლია ის იმ პოლიტიკის, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს უკვე მეშვიდე წელია რუსეთთან მიმართებაში და რუსეთმა არც ერთხელ არ გადაიხადა არანაირი პოლიტიკური ფასი არც ერთ მსგავს მკვლელობაზე დღემდე და სწორედ ამიტომ არის რომ მკვლელობები ჩვენი მოქალაქეების გრძელდება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილმა სალომე სამადაშვილი მძიმე თემებით სპეკულაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 11 წელია ხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილი-ის სურათის შედეგი

„მე ვერც გავიზიარებ და  არც მიმაჩნია მისაღებად ქალბატონო სალომე ასეთი მძიმე თემებით სპეკულირება, მიუხედავად იმისა, მესმის რომ თქვენ ოპოზიცია ბრძანდებით. აქ თითი გამოიშვიროთ. თითის გამოშვერა და ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც მოხდა და რაც შეიძლება ხდებოდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თვალსაზრისით, არ მიმაჩნია მისაღებად, ქალბატონო სალომე,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განცხადებების გამო გააკრიტიკა და ციხელაშვილს ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველები გაახსენა. 

„საერთოდ გესმით სად იმყოფებით და რა ხდება თქვენს თავს? და პასუხი გამეცით, კითხვა დაგისვით კონკრეტული. იცით მაინც, რამდენ ჩვენ მოქალაქეს აკავებენ უკანონოდ? და სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეგიძლიათ? “ - მიმართა სამადაშვილმა მინისტრს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები