18 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
"ელექტროშოკით წამების შედეგად გული გაუჩერდა" - რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს 

რუსი ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს უახლოეს საათებში ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ. ქართულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვალების მიზეზი.

"კურიერის" ინფორმაციით, რუსულ ბაზაზე დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიას ელექტროშოკით აწამებდნენ, რის გამოც გული გაუჩერდა, ამის შემდეგ კი, ოკუპანტებმა მისი თვითმკვლელობის სცენა დადგეს. ახალგაზრდის ცხედარი ენგურის მეორე მხარეს ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. მანამდე კი რუსულ საგუშაგოზე ის ევროკავშირისა და წითელი ჯვრის თანდასწრებით ექსპერტებმა შეამოწმეს.

სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ მას სენაკში გადაასვენებენ.

ირაკლი კვარაცხელია, რომელსაც მშობლები არ ჰყავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ნაბაკევსა და ხურჩადან გადადიოდა ხოლმე, თუმცა ამჯერად მისი მცდელობა საბედისწერო აღმოჩნდა. ის რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

29 წლის მამაკაცი ორშაბათს დაიღუპა. ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას ოკუპანტები სოხუმში, უპატრონოთა სასაფლაოზე აპირებდნენ, მანამ სანამ მას ოკუპირებულ აფხაზეთში ერთადერთი ნათესავი არ გამოუჩნდა, რომელიც მის გადმოსვენებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ელოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის დროს, როდესაც ის ოკუპანტებმა მარტო დატოვეს თავი ჩამოიხრჩო.

ამავე თემაზე
დღის ამბები