18 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და მედია გარემო საქართველოში - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მედიაში ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობს 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. კრიტიკულ დოკუმენტში საქართველოს 47 გვერდი ეთმობა. ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოშ არსებულ მედია გარემოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია რუსთავი 2 -ის საქმე აშშ-ს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და რა თქმა უნდა ეს თემა ანგარიშშიც მოხვდა.

„შეშფოთება კვლავ არსებობს მთავრობის ჩარევაზე და კრიტიკაზე ოპოზიციისადმი მიკერძოებულობასთან  დაკავშირებით ზოგიერთი მედია საშუალების მიმართ. განსაკუთრებით ქვეყნის ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ტელეარხის რუსთავი ორის მიმართ. 2017 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი ორის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ. რუსთავი ორი ფინანსური სირთულების წინაშე აღმოჩნდა გაყინული აქტივებისა და საგადასახადო დავალიანებების გადაცილების გამო. მარტში ულტრამემარჯვენე ჯგუფის ქართული მარშის წევრებმა დაზიანებები მიაყენეს რუსთავი ორის მანქანას და მის ჟურნალისტს, ტელეარხის ცნობილი წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. მან ბიძინა ივანიშვილის ხეების შეგროვებაზე პირდაპირ ეთერში ხუმრობისას იესო ქრისტე ახსენა. მარშის წევრებმა პრეტენზია წაუყენეს ტელეარხს და გიორგი გაბუნიასგან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. არასამთავრობოებმა და უფლებადამცველებმა აქციის მონაწილეთა საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულად და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობის ხელისშეშლად შეაფასეს,”-ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე. ნათქვამია, რომ რჩება წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაქრობაში მთავრობა იყო ჩართული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები