19 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
საქართველოს მიღწევები დემოკრატიის სფეროში სანაგვე ყუთშია გადაგდებული - გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის მთავრობის ანგარიშს ეხმაურება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს, რომლის 47 გვერდი საქართველოს ეთმობა, ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ ვაშინგტონის გზავნილებს ხელისუფლება არ გაიზიარებს, მაშინ ქვეყანას ეს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს.

ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა, ოპოზიციისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა. დასკვნის მიხედვით, ქვეყანას ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფაშისტებს უწოდებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის მტკივნეული საკითხი, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებას აწუხებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, დემოკრატიის სფეროში საქართველოს მიღწევები სანაგვე ყუთშია გადაგდებული.

გრიგოლ ვაშაძე-ის სურათის შედეგი„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მოხსენებაში პოულობ იმას, როგორ ეძახის საქართველოს პარლამენტის ე.წ. სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, როდესაც ზუსტად არის აღწერილი ყველა მტკივნეული წერტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობაში, დემოკრატიის ხარისხში და ე.წ. ხელისუფლების ურთიერთობაში საზოგადოებასთან, გულწრფელად მენანება, რომ საქართველოს მიღწევები, რომელიც გვქონდა დემოკრატიის სფეროში, ასე უმოწყალოდ და უგონოდ არის გადაგდებული სანაგვე ყუთში.

"საქართველოში ჩვენი მოკავშირეების დიპკორპუსია, რომელთაც აქვთ შესანიშნავი საინფორმაციო ქსელი და ღებულობენ ინფორმაციას ყველაფერზე, რაზეც საჭიროა და თავის დედაქალაქებს ამას აცნობებენ. ნურავის, შუშის სასახლიდან დაწყებული კანცელარიით დამთავრებული, ნუ ჰგონიათ, რომ აქ ვიღაც სულელია, რომელიც თავის დედაქალაქს არ უკეთებს ინფორმირებას იმაზე, რომ საქართველო დგას რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები