20 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
„ადამიანებს არ უყვართ სარკეში ჩახედვა" - გიორგი მშვენიერაძე მოსამართლეების ბრალდებებს პასუხობს

„ადამიანებს არ უყვართ ხოლმე სარკეში ჩახედვა, როდესაც მათი ილუზიები და წარმოდგენები საკუთარი მდგომარეობის შესახებ არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე სარკეში ჩანან. ასეთ ადამიანებს სარკეში ჩახედვა არ უყვართ,“ - ასე უპასუხა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ბრალდებებს.

საბჭოს წევრების თქმით, ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია მოხვდა.

მშვენიერაძის შეფასებით კი, 47-გვერდიანი დოკუმენტი არის სარკე, სადაც კარგად გამოჩნდა ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოშია.

გიორგი მშვენიერაძე-ის სურათის შედეგი„ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა აბარიათ, ელემენტარულად იმდენი ცოდნა და კომპეტენცია არ გააჩნიათ, რომ სწორად შეაფასონ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მნიშვნელობა და ამ ანგარიშის შექმნის პროცესის სანდოობა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ჭორებზე არ წერს. ის დეტალურად ამოწმებს ყველა იმ ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც ხდება მისთვის. ადასტურებს რამდენიმე წყაროდან, სწორედ ასე ხვდება ესა თუ ის ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ანგარიში არის სარკე, რომელ სარკეშიც კარგად გამოჩნდა ის მდგომარეობა, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს ქვეყანაში. ის პრობლემები, რომელიც მართლმსაჯულებას აქვს საქართველოში,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

47-გვერდიან ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს ეხება, სასამართლოს სისტემა მწვავედ არის გაკრიტიკებული. ანგარიშში გახმაურებულ საქმეებზე წერია, რომ ბრალდებულებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები