20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივანი ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს კითხვა "კურიერის" ჟურნალისტმა დაუსვა, თუ როგორ აფასებს ნატო რუსეთის აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოში.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იკვეთება. 

იენს სტოლტენბერგი-ის სურათის შედეგი„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი  არღვევს საქართველოს ინტეგრაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ სენაკში გადაასვენეს. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის ნათესავები გალში ცხოვრებენ და მათი დიდი ნაწილი ამის გამო ვერც პანაშვიდზე ჩამოსვლას შეძლებს.

კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს აკონტროლებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები