24 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა - დავით ბერძენიშვილის სკანდალური განცხადება

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა - ეს სკანდალური განცხადება, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დეტალები გაიხსენა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და სადაც განხილვის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და ე.წ. კაბელების საქმე იყო. 

ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე მთავარ პროკურატურას და იცოდა, რომ ალასანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა იყო დასაწყები. 

დავით ბერძენიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ჩამოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ის ვერ დააკავეს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მომხრე დეპუტატები ჰყავდა, რომლებიც ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. ბერძენიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ვინც ივანიშვილის პოზიცია არ მოიწონა, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იყო.

დავით ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრზე, ნინო გოგუაძეზე გაბრაზებული იყო, რადგან ის ალასანიას გუნდში დარჩა.

ბერძენიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს პარტნიორობა არ შეუძლია, მისი თქმით, მას მხოლოდ პატრონობა შეუძლია.

დაკავშირებული სურათი"შეტევა იყო ირაკლი ალასანიაზე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და უმრავლესობის სხდომაზეც თქვა, რომ ერთი-ორი კაცი თუ დარჩება მასთან, თორემ დანარჩენები არ დარჩებიანო, მაგრამ დარჩნენ. ნინო გოგუაძეზე იყო გაბრაზებული იმიტომ, რომ ეიმედებოდა ნინო გოგუაძე. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მარტო პატრონობა და ის კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ ყმებთან ურთიერთობაში. არ ვეყმეთ ჩვენ, არ ეყმო ირაკლი ალასანია.

„აქ არის კორუფცია, ეს იყო მისი სიტყვა, აქ არის დანაშაული და ირაკლი ალასანიამ ეს მოძებნა ფორმად და იმიტომ მიდის ოპოზიციაში, რომ პოლიტიკას შეაფაროს თავი. ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება. ეს მისი სტილია. არ დაუშავებია, ვერ დაუმტკიცეს ალასანიას დანაშაული. ამ სხდომას ესწრებოდა მაშინ ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატი“ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. თეა წულუკიანმა არ მოიწონა დეპუტატების გამოსვლა, პირდაპირ ბიძინას არ დაუპირისპირდა, მაგრამ მან ის პოზიცია გამოხატა, მაგრამ იმ დეპუტატებს, რომლებიც აყვნენ  ბიძინა ივანიშვილს და კორუფცია, კორუფცია იძიეს, იმათ უთხრა, რომ მე არ ვიცი მინისტრმა და თქვენ საიდან იცით მასალებიო,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დღის ამბები