23 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
ივანიშვილი ალასანიას დაკავებას გეგმავდა - ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებაზე ზალკალიანი არ საუბრობს

„არ ვიცი, მე პირველად გავიგე,“ - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბერძენიშვილის იმ სკანდალურ განცხადებაზე  დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა.  

დავით ზალკალიანი, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ალასანიას გუნდში იყო, თუმცა მოგვიანებით მთავრობაში გადაინაცვლა, შეკითხვებს არ პასუხობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა არც იმ კითხვას უპასუხა, იყო თუ არა პოლიტიკური მოტივები ე.წ. კაბელების საქმეში.

„ეს ჩემი არჩევანი მაშინ იმ გარკვეულ პირობებში იყო განპირობებული. მაშინ ჩემი პოზიცია გამოვხატე,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება ცოტა ხნის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის დაკავებას გეგმავდა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დეტალები გაიხსენა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და სადაც განხილვის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და ე.წ. კაბელების საქმე იყო.

დღის ამბები