18 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
კრიტიკული ანგარიში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი მოსამართლეების თავდასხმის ობიექტი გახდა 

მოსამართლეების კლანის თავდასხმის ახალი სამიზნე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია. ქართველი მოსამართლეები არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკოსების შემდეგ ახლა უკვე შეერთებული შტატების საგარეო უწყების კომპეტენციას იწუნებენ და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მიკერძოებულია.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეშიც სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა იყო და რომ გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ჰქონდა შეზღუდული.

იუსტიციის მოსამართლე წევრებმა კრიტიკას მოგონილი "ჭორები" უწოდეს და თქვეს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ არასამთავრობოებს ბრმად დაეყრდნო, როცა დაწერა, რომ სასამართლოს გავლენიანი „კლანი“ აკონტროლებს და რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის.

მოსამართლე წევრების მსგავსად ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებებისას აქცენტი მის წყაროზე გააკეთა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, არა მისი, არამედ ქართული სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის შეფასებების ნაზავია მოყვანილი.

მესამე სექტორში კი ხელისუფლებას და მოსამართლეებს შეახსენეს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები მაღალი სანდოობით სწორედ იმიტომ სარგებლობს, რომ ქვეყნებიდან მიღებულ ინფორმაციას, საგულდაგულოდ ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეაქვს მისი სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, დიდი ადგილი გამოუძიებელ საქმეებს ეთმობა, მათ შორისაა თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეები.

ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზეც არის საუბარი - ამომრჩევლის მოისყიდა, მუქარა ზეწოლა, ძალადობა ოპოზიციის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე ეს ყველა ფაქტი დასკვნაში აისახა.

ამავე თემაზე
დღის ამბები