24 მარტი 2019,   15:51
ვრცლად
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა - ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა 

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა - ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ 45 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. საქმე ეხება 2018 წლის 13 ივლისს ფოთში მომხდარ შემთხვევას. 

მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. 

ბრალდებული პოლიციელის ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ არგუმენტი, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას ვერ შეძლებდა მიიღო და დაცვის მხარის მოთხოვნა გიორაოს საფუძველზე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. 

ამ დროისთვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და წარდგენილი ყველა მოწმე დაკითხულია. 

პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ მუხლი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

 

დღის ამბები