24 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში დღეს, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი. მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 17.00 საათიდან დაიწყება.

დღის ამბები