20 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
"ნიღბიანები შეუვარდნენ, საწოლიდან გადმოაგდეს, სასტიკად სცემეს, აწამეს მამამისი, ასევე ნაცემია დედაც" - ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან ძანძავას ნათესავი

სოფელ პირველ ოტობაიადან ოკუპანტების მიერ 30 წლის ლევან ძანძავას გატაცების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა. ირაკლი ბახტაძის თქმით, ნიღბიანმა პირებმა სახლში ხელყუმბარა მიიტანეს, რაც შემდეგ დაკავების საფუძვლად გამოიყენეს.

ბახტაძე „კურიერს“ უყვება, რომ წინააღმდეგობის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ძანძავას მშობლებსაც. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ძანძავა უკვე თავისუფალია.

„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია,“-განაცხადა ლევან ძანძავას ნათესავმა ირაკლი ბახტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები