26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და წარდგენის წესი - პარლამენტი სამი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვას იწყებს 

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია თავის თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

კანონპროექტებს, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

Image result for ლევან გოგიჩაიშვილი„ჩვენი კანონპროექტით იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური გამჭვირვალობა, იქნება გრძელი სია წარმოდგენილი და იქნება პარლამენტის როლი გაზრდილი. უმრავლესობისთვის ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერა პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე საკუთარი კანონპროექტის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგება,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის 6 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილის თქმით, საზოგადოებას ექნება საშუალება თვალყური ადევნოს როგორც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში წარმართულ პროცესს.

საკუთარი კანონპროექტების უპირატესობაზე საუბრობენ “ევროპული საქართველოს“ წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, კანონპროექტი ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობოების რეკომენდაციებს. მისივე განცხადებით, იზრდება იმის შანსი, რომ ე.წ. სასამართლოს კლანის მიერ წარდგენილი მოსამართლეები არ მოხვდნენ სასამართლოში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება, არც ერთი კანონპროექტი სასამართლოში არსებულ რთულ ვითარებას არ შეცვლის.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბანისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა.

დღის ამბები