19 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
გოაზე ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

ინდოეთში, გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს. მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ. შემთხვევა სოფელ სიოლიმში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ მიერ ნაქირავები მანქანიდან მოპარული ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს. ნაპოვნია ასევე აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

საქართველოს საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობას მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

დღის ამბები