20 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
"ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ" - პრემიერის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმზე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში გრძელდება. მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი გახსნა.

პრემიერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.  ასევე ხაზი გაუსვა იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში განხორციელდა ან მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის ანაკლიის პორტსა და მის მნიშვნელობაზე.

„იაპონიასა და საქართველოს შესანიშნავი ხალხთაშორისი და პოლიტიკური ურთიერთობები გააჩნია და დადგა დრო, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს. შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნა ძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში.

ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას.  

ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა,“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები