24 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ეს არის კიბო და მეტასტაზებივით ედება ქალაქს - გარემოს დამცველები ქალაქის გენგეგმის პროექტში ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობენ 

ეს კაცი უნდა გავაჩეროთ - გარემოს დამცველები დედაქალაქის გენერალურ გეგმაში რეკრეაციული ზონებისთვის სტატუსის შეცვლას აპროტესტებენ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობენ.

მათი შეფასებით, გენგემაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან ერთად სხვა კერძო პირთა ინტერესებიც იკვეთება.

გარემოს დამცველები ხელისუფლებას არაპროფესიონალიზმის გამოც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღბს.  გარემოს დამცველების განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა პირს, ვინც ქალაქის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და ქალაქს ამახინჯებს. 

„უკვე კატასტროფა ხდება. ამ ივანიშვილის მფლობელობას რომ გადავხედოთ მთელ ფერდზე მთიდან გამოყოფილია კორპუსები. მთელი ქალაქის სილუეტი არის დანგრეული. ახლა კიდევ თუ აპირებენ ამას რამე დაამატონ-მართლა ეს არის კიბო და მეტასტაზებივით ედება ქალაქს. სასწრაფოდ ქიმიოთერაპია უნდა ჩავატაროთ და ქიმიოთერაპია უნდა იყოს ხალხის გამოფხიზლება. ეს კაცი უნდა გავაჩეროთ, ყველა დაისაჯოს და პასუხისმგებლობა დადგეს იმისი, ვინც ჩვენს თანხებს და ქალაქს არასწორად განკარგავს“-ამბობს ნატა ფერაძე.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული. მათ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. 

დღის ამბები