25 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება - პარლამენტი ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება - პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს იმსჯელებენ. პროექტის მიხედვით, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა დაეკისრება პირს, რომელიც ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაეხმარება საქართველოს მოქალაქეს.

პროექტი უმრავლესობამ მოამზადა. ავტორების აზრით, ამ რეგულაციების მიზანი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა და უკანონო მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაა.

თამარ ხულორდავა-ის სურათის შედეგი„აქ საუბარი არის ძალიან კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც უწყობენ ხელს ჩვენს მოქალაქეებს იმაში, რომ უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური მიგრანტები გახდნენ. ან ეხმარებიან დოკუმენტების გაყალბებით და ასე შემდეგ, უსაფუძვლოდ განაცხადი შეიტანონ თავშესაფრის მისაღებად,“-აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ემიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონია.

მურთაზ ზოდელავა-ის სურათის შედეგი„პრობლემა არის საფუძვლებში რატომ გარბიან ეს ადამიანები. გაუსაძლის გაჭირვებას,რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა საქართველოში, კიდევ უფრო გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ტოტალურ უმუშევრობას. ნაცვლად იმისა, რომ ძალისხმევა, ენერგია და საკანონმდებლო ინიციატივები იყოს მიმართული იმისკენ, რომ ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს ასეთი პრობლემა ნაკლები ადამიანი იყოს უმუშევარი, ისინიც ცდილობენ კოსმეტიკური საკითხებით დაკავდეს“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში იმ პრობლემებს უნდა ებრძოლოს, რის გამოც ხალხის ქვეყანას ტოვებს.

გიგი წერეთელი პარლამენტი-ის სურათის შედეგი"ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან, მიდიან ეკონომიკური გაჭირვებისა და სიღარიბის გამო. ამ მეთოდებით, მე ვფიქრობ, ძნელი იქნება ამ პროცესის შეჩერება, უნდა ებრძოლოს ხელისუფლება პირველ რიგში იმ მიზეზების, რომლის გამოც ხალხი ტოვებს ქვეყანას,"-აცხადებს წერეთელი. 

დღის ამბები