20 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
თელ-ავივის დაბომბვის საპასუხოდ ისრაელის არმიამ ისლამისტური დაჯგუფების 4 შენობა გაანადგურა

ისრაელის არმიამ ქალაქ თელ-ავივის დაბომბვის საპასუხოდ, დაჯგუფება ჰამასის პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. სამხედროების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ქალაქის მიმართულებით 2 რაკეტა გაუშვეს.

თელ-ავივში გაფრთხილების სისტემა გააქტიურდა, მოსახლეობამ ბუნკერებს შეაფარა თავი. გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი.

საპასუხო სპეც ოპერაციის შედეგად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ისლამისტური დაჯგუფების კუთვნილი 4 შენობა გაანადგურა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

დღის ამბები