24 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში  ჩავიდა

ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს საოკუპაციო ზოლთან სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

დიპლომატმა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ვანუატუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის აღიარებდა, თუმცა 2011 წელს  ერთი კონკრეტული მინისტრი გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა და  განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

„ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2011 წელს გვყავდა ერთი მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ფაქტის შემდეგ ვანუატუმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან და აღიარება გაიწვია,“ - განაცხადა რალფ რეგენვანუსმა.

ვანუატუს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოძისში ჩასვლა ახალგორისკენ მიმავალი გზის გახსნას დაემთხვა, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა.

ორმხრივი მიმართულებით გადაადგილება დღეს დილიდან გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები