18 ივლისი 2019,   13:54
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ბონის მუზეუმში მაიკლ ჯექსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

გერმანიაში, ბონის ხელოვნების  მუზეუმში მაიკლ ჯექსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება. ექსპოზიცია ასზე მეტ ნახატს მოიცავს, რომელზეც პოპის მეფეა გამოსახული.

გამოფენის ორგანიზატორებმა 70 სხვადსხვა მხატვრის მიერ შექმნილ ტილოებს მოუყარეს თავი. მათ შორისაა დევიდ ლაშაპელის " ამერიკელი იესო " და ანდი უორჰოლის პორტრეტებიც.

გამოფენის გახსნას დაემთხვა სკანდალური ფილმის ჩვენება, სადაც ორმა მამაკაცმა მაიკლ ჯექსონი პედოფილიასა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ფონზე გაუქმდა პოპის მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რადიო და ტელეეთერებიდან ჯექსონის მონაწილეობით შექმნილი ნამუშევრები მოხსნეს.

ბონის მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ გამოფენას არ გააუქმეს, რადგან პოპის მეფე კულტურის ისტორიის ნაწილია და მასზე უარის თქმა მიუღებელია.

დღის ამბები