20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
არ შეიძლება ტექნიკური ხარვეზი მოსვლოდათ მაინცდამაინც ოლიგარქის ჭიშკართან - ხაბეიშვილის მტკიცებით, მერიამ გენ.გეგმა "კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ შეცვალა

არ შეიძლება ტექნიკური ხარვეზი მოსვლოდათ მაინცდამაინც ოლიგარქის ჭიშკართან - საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გენერალურ გეგმაში შესწორებების შეტანა ქალაქის მთავრობამ "კურიერში" გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა.

საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ამბობს, რომ გენგეგმაში თუ ცვლილებები შევა, ეს ოპოზიციისა და "რუსთავი 2"ის გამარჯვება იქნება. ხაბეიშვილის თქმით, სწორედ გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ ვეღარ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის იმ 14 ათას 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას, რომელზეც დოკუმენტის მიხედვით ზონალური სტატუსი იცვლებოდა.

ლევან ხაბეიშვილი საკრებულო-ის სურათის შედეგი„ეს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ იყო და თუ ამას გაასწორებენ ეს იქნება გუშინდელი გამარჯვება, როგორც ოპოზიციის ისე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის, იმიტომ,  რომ აქ გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტეს ,რომ ეს „ტექნიკური ხარვეზი“ გაასწორონ. გამოდის ბოტანიკური ბაღი გადავარჩინეთ  14 ათას 500 კვადრატული მერი, რომ კიდევ არ მიეტაცებინა ოლიგარქს. ეს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ არის,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღეს ქალაქის მერი და საკრებულოს უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ბოტანიკური ბარის კუთვნილ მიწაზე ზონა 1-ის სტატუსი შენარჩუნებულია. საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლა ტექნიკური ხარვეზი იყო და ჩასწორდა. 

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილებები თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ გუშინ აღმოაჩინა. მათი თქმით, დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. მმართველმა გუნდმა ინფორმაციას ტექნიკური ხარვეზი უწოდა. 

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ოპოზიცია გენ.გეგმას მხარს არ უჭერს და ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები