19 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი - საპროცედურო კომიტეტი სამ განსხვავებულ კანონპროექტს განიხილავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურები - საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ.

დეპუტატებსა და არასამთავრობო სექტორს მომზადებულ კანონპროექტს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცნობს.

„ევროპული საქართველოს“ კანონპროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები უნდა ჩაერთონ.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„უმრავლესობის წარმომადგენელი პროექტის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მხოლოდ ჩინჩალაძის მიერ გაფილტრული სია წარედგინება პარლამენტს, მხოლოდ ის კანდიდატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, ვისაც ჩინჩალაძე და მმართველი გუნდის ჩათვლის კონკრეტულად შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ჩვენი პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს ექნება საშუალება, რომ პარლამენტს შესაბამისი კანდიდატი წარმოუდგინოს. არა მხოლოდ მიქაუტაძეს, ან გვრიტიშვილს, ან ჩინჩალაძის ჯგუფის სხვა წევრს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს. ამით პარლამენტს ექნება საშუალება, რომ ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მეორე კანონპროექტი ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ნაკლებად არის პარლამენტის ჩართულობა გათვალისწინებული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პროექტის მიხედვით, მოსამართლეობის მსურველმა დეპუტატებმა სასამართლოში გამწესებისთვის ხუთი საფეხური უნდა გაიარონ.

გიორგი კახიანი-ის სურათის შედეგი„თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა თავიდან იუსტიციის საბჭოს მიერ ათი კანდიდატის წარმოდგენა პარლამენტში. ეს იყო სრულიად დახურული პროცესი, რომელიც თითქოს ძალიან დაჩქარებულად წარიმართა და ფაქტიურად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე მოხდა კანდიდატების პარლამენტში წარმოდგენა. იმ კანონპროექტის მიხედვით, რომლიც ერთ-ერთი ინიციატორი არის ირაკლი კობახიძე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი არის სრულიად ახლებურად და განსხვავებულად მოწესრიგებული, იმდაგვარად, რომ ეს პროცესი იყოს საჯარო, ღია, ხანგრძლივი და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ კანდიდატების შესახებ, რომელთა თაობაზეც მსჯელობს იუსტიციის საბჭო,“ - განაცხადა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

მესამე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, ბესელიას განმარტებით, მათი კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები