23 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორი-თბილისის გზაზე - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები