24 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
ტერაქტი ახალ ზელანდიაში და ქართულენოვანი წარწერები ავტომატის მჭიდებზე - სუს-ი განცხადებას ავრცელებს 

ქართულენოვანი წარწერები ავტომატის მჭიდებზე - ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.

როგორც სუს-ში აცხადებენ, უწყება უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მიიღონ ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.  

„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ტერორისტებს, რომლებმაც 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ.

მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი“ ქართულ ენაზე წერია.

თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

ამ დროისთვის ცნობილია,რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები