19 მაისი 2019,   23:39
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღება-სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების 29 კაციანი ჯგუფი დააკავეს  

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა - დაკავებულია 29 პირი. 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები დაკავებულები არიან ფონიჭალაში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე.

რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ ბრალდებულებს, უწყების ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს გადამყიდველებზე ასაღებდნენ.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, რაც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

დღის ამბები