19 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში - დაკავებული სამხედროები ბრალის წარდგენას ელოდებიან

ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებული სამხედროები ბრალის წარდგენას ელოდებიან. ორი ჯარისკაცი სამხედრო პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა. ისინი სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვს სცემეს და ფული გამოსძალეს. უცნობია, ვინ მისცეს პასუხისგებაში კიდევ ერთი ჯარისკაცის ცემისა და მისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე.

ქაზიმ გახრამანოვი ვაზიანში სამხედრო პოლიციაში იმყოფება. მას დაზარალებულად ოფიციალურად ცნობენ.

„უნდა მოხდეს დაზარალებულად ცნობა, უფრო სწორად, პროკურორის დადგენილების დაზარალებულისთვის გაცნობა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის მოგვიწვია ჩვენ და ამ მიზნით ვიმყოფებით, რომ ქაზიმ გახრამანოვს დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილება გააცნონ. სავარაუდოდ, დაზარალებულიც იმყოფება ამ შენობაში,“ - განაცხადა ქაზიმ გახრამანოვის ადვოკატმა.

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა და გამოძიებაც ამის შემდეგ დაიწყო. წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვს ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ეროვნული ცენტრიდან შვიდი მეთაურია გათავისუფლებული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები