20 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
დაძაბულობა და რუსი ოკუპანტები ხურვალეთში - ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალება მისცეს

რუსი ოკუპანტები და დაძაბული მდგომარეობა ხურვალეთში - სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალება მისცეს.

ამ დრომდე სოფელში მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვერ შედიოდნენ. პოლიციას სოფელთან შესასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა და არც სამოქალაქო აქტივისტებს უშვებდნენ.

ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

დღის ამბები