22 ნოემბერი 2019,   08:33
ვრცლად
რუსი ოკუპანტები ხურვალეთში - ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტიც განიხილეს.

მინისტრმა რუსი ოკუპანტების მხრიდან უკანონო ქმედებებს და გახშირებულ გატაცებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვამ, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა ტენდენციის სახე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

 

დღის ამბები