17 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით და სახეზე ნიღბები, - ხურვალეთის მკვიდრი ოკუპანტების გამოჩენაზე საუბრობს

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით... მინიმუმ 8,“ - ასე იხსენებს ხურვალეთის მკვიდრი, ლუდა სალია სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენას.

ლუდა სალიას მტკიცებით, მან დაინახა რამდენიმე ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის ბაღში იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ამ ბაღში მეორედ ასვლის შემდეგ, ოკუპანტები ადგილზე აღარ დახვდნენ.

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით, ფეხები გაშლილი აქვთ და სახეზე ნიღბები, მინიმუმ, რვა. ახალი ტერიტორია აითვისეს - კოშკურის აქეთ ბატონისაშვილების ბაღში იდგნენ. მეორეჯერ რომ მივედი უკვე არ იდგნენ, მგონი, გააწევინეს უკან,“ - განაცხადა ლუდა სალიამ.

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ადგილობრივების მტკიცებით, რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. მათვე ჩახერგეს ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასველელი გზაც.

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს სუს-ში და განაცხადეს, რომ ოკუპანტებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები