24 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში - ქაზიმ გახრამანოვი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ახალგაზრდას საქმის მასალები ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო პოლიციაში გააცნეს.

მის მიმართ ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ ორი ჯარისკაცი დააკავა. ისინი სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი სცემეს და ფული გამოსძალეს. კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა და გამოძიებაც ამის შემდეგ დაიწყო. დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან.

დღის ამბები